აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დღის 12 საათს ელოდებიან. სწორედ ამ დროს უნდა აირჩიოს პარლამენტმა პრემიერმინისტრი. ერთადერთი კანდიდატი კი ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანია.მოსახლეობა პარლამენტის შენობამდე დეპუტატების შეშვებას არ აპირებს, სამართალდამცველებმა კი პარლამენტის სრულფასოვანი მუშაობა უნდა უზრუნველყონ.ადგილზე რამდენიმე ასეული პოლიციელი და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. პარალელურად საფრანგეთის მოედანზე მატულობს დემონსტრანტთა რაოდენობა.ერევანში საპროტესტო აქციების დროს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას, სულ ცოტა 46 ადამიანი დაშავდა.ერევანში 13 აპრილიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან სომხეთის პრემიერმინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას. მისი კანდიდატურა წარადგინეს სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ და მისი კოალიციური პარტნიორის, „დაშნაკცუტუნის“ საპარლამენტო ფარქციებმა.კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი.
სიახლეები
სიახლეები
საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...
სიახლეები
“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა
ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...
სიახლეები
ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა
ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...
სიახლეები
საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე
მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...