მთავარისიახლეებიცესკო ადასტურებს, რომ რუს პროპაგანდისტს ალექსანდრ მალკევიჩს მათ მიერ გაცემული მედიააკრედიტაცია ჰქონდა

ცესკო ადასტურებს, რომ რუს პროპაგანდისტს ალექსანდრ მალკევიჩს მათ მიერ გაცემული მედიააკრედიტაცია ჰქონდა

Published on

სანქცირებულ რუს პროპაგანდისტს ალექსანდრ მალკევიჩს, რომელსაც ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონიც აქვს დარღვეული, ცესკოს მიერ გაცემული მედიააკრედიტაცია ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავარ არხს ცესკოში დაუდასტურეს. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მას მედიააკრედიტაცია მიეცა, როგორც NTV-ს წარმომადგენელს.

როგორ აიღო ორი ქვეყნის მიერ ძებნილმა პირმა მედიააკრედიტაცია და რატომ არ მოხდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ მისი გადამოწმება ამ ეტაპზე უცნობია. მთავარი არხი ამ კითხვებზე პასუხს შესაბამისი უწყებებიდან ელოდება.

ცესკოს მიერ გაცემული მედიაკრედიტაციების ნუსხაში აღნიშნულია, რომ აკრედიტაცია გაცემულია NTV-ს 5 თანამშრომელზე.

სიახლეები

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ...

შსს-ს თანამშრომელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი სუიციდზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა...

ელისო კილაძეს და კიდევ ხუთ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ე.წ. ქოლცენტრების საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა ელისო კილაძემ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან...