მთავარისიახლეებიჩვენი პარტია ოცნების არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, წერტილი - გახარია

ჩვენი პარტია ოცნების არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, წერტილი – გახარია

Published on

ჩვენი პარტია ოცნების არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, წერტილი – ასე პასუხობს პარტია გახარია – საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას, შევა თუ არა მისი პარტია პარლამენტში.

“ივანიშვილს ბოლო შანსი ჰქონდა გადაერჩინა ქვეყნის ევროპული მომავალი და სამართლიანობის განცდა ამ ქვეყანაში. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ბოლო შანსიც არ გამოიყენეს და ეს ბოლო შანსი უნდა ყოფილიყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება…ძალაუფლების შენარჩუნება და საკუთარი მილიარდების გადარჩენა ამჯობინა. სიხარბე, როგორც ხშირად ხდება, სიხარბემ მიგვიყვანა იმ მძიმე კრიზისულ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ივანიშვილმა თავისი თაღლითური სქემებით და ადამიანების ნების მოპარვით, იმდენად ჩიხში შეიყვანა თავისი და ქვეყნის მომავალიც, რომ მერწმუნეთ, არავითარი კომპრომისის რესურსი მე პირადად და ჩემს გუნდს, არ დაგვიტოვა…შესაბამისად ქვეყანაში სამართლიანობის განცდის და ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები… ჩვენ პარტია იმ არალეგიტიმურ პარლამენტს, ლეგიტიმაციის საშუალებას არ მისცემს. აქ ვსვამ წერტილს” განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმითვე, მისი გუნდი უერთდება დღეს საღამოს, პარლამენტთან დაანონსებულ აქციას.

ამ მონაცემებით, პარლამენტში არ შედის არც ერთი ოპოზიციური გაერთიანება.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...