მთავარისიახლეები"ნუ წვალობთ, შეეგუეთ მარცხს, დილა წააგეთ, ის დრო როცა ყველაზე აქტიურები იყავით...

“ნუ წვალობთ, შეეგუეთ მარცხს, დილა წააგეთ, ის დრო როცა ყველაზე აქტიურები იყავით ყოველთვის! ყველანი არჩევნებზე, მეტი არაფერი არ არის დარჩენილი “ოცნების” დამარცხებამდე” -ნიკა გვარამიას განცხადება და მიმართვა “ოცნებას”

Published on

საქართველოში მიმდინარე ისტორიულ არჩევნებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი თქმით, არჩევნებზე აქტივობა მაღალია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტივობა გაგრძელდეს დღის მეორე ნახევარშიც.

“13:00 საათისთვის ძალიან კარგია დასწრება, ოდნავ ჩამორჩება დასავლეთ საქართველო, გამომდინარე იქიდან რომ წვიმებია. მე მინდა მოვუწოდო იმერეთის სამეგრელოს და აჭარის მოსახლეობას წვიმას არ მოერიდონ, სამშობლოსთვის ბრძოლა მოითხოვს უფრო მეტს ვიდრე წვიმასთან გამკლავებაა, ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ რუსეთს, ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენი სამშობლოს ისტორიულ მოწინააღმდეგეებს და ბოროტების მსურველს,” – ნიკა გვარამიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ აქტივობა მაღალია და ოდნავ ჩამორჩება 2012 წლის შედეგებს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ოპოზიცია თავის შედეგებით ამ ეტაპზე უგებს ქართულ ოცნებას.

“ოპოზიცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თავის შედეგებს, ჯამურად უგებს ქართულ ოცნებას მნიშვნელოვნად. თან უნდა გავითვალისწინოთ რომ ხელისუფლების დასწრება დღის პირველ ნახევარში გაცილებით მაღალია ვიდრე მეორეში. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მოსვლა არჩევნებზე არის მნიშვნელოვანი, ახალგაზრდებს მოვუწოდებ კვლავ, დღის მეორე ნახევარი მოდის და არჩევნებზე უნდა გამოვიდეთ.” – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მან კომენტარი გააკეთა არსებულ დარღვევებზეც და ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდა მარცხს შეეგუოს.

“პირდაპირ შემიძლია ვუთხრა ქართულ ოცნებას ნუ წვალობთ, შეეგუეთ მარცხს, იცით ზუსტად, რომ დღის პირველი ნახევარი გაქვთ წაგებული. დრო როდესაც მნიშვნელოვნად წინ იყავით ხოლმე. ამიტომ შეეგუეთ მარცხს და დაიწყეთ ფიქრი ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე. ეს უკანასკნელი შანსია რამე პოზიტიური გააკეთოთ თქვენი სამშობლოსთვის.” – აღნიშნა გვარამიამ.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...