მთავარისიახლეები"კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა" - ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გამოცემა Politico...

“კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა” – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გამოცემა Politico ბიძინა ივანიშვილზე.

Published on

“კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა” – ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას გამოცემა Politico ბიძინა ივანიშვილზე.

როგორც გამოცემა წერს, 26 ოქტომბრის არჩევნებს ბევრი დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანს უწოდებს, ამიტომ ივანიშვილი მიიჩნევა ძალად, რომელიც საქართველოს ევროპული ორბიტიდან აშორებს, რათა რუსეთი დააკმაყოფილოს.

“საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებამდე თავის ქვეყანას რუსეთისკენ ხრის”. – წერია სტატიაში.

Politico აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა საკუთარი ქონება 90-იანი წლებში, რუსეთში დააგროვა – ყველაფერი კი ელექტრონიკის გაყიდვითა და საკუთარი ბანკის, რუსული კრედიტის შექმნით დაიწყო, რომლის შტაბ ბინაც მოსკოვში იყო.

“მისი მეზობელი რუსეთის მსგავსად, საქართველოსაც აქვს დემოკრატიის ზედაპირული თვისებები, მათ შორის პარლამენტი, პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და არჩევნები. მაგრამ ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ქვეყნის ვითომ წარმომადგენლობითი ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ცენტრალიზებულია ერთ ხელში”, – წერს გამოცემა.

პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია Politico-სთან საუბარში ამბობს, რომ “მინისტრებს, მათ შორის პრემიერს, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს, რადგან გადაწყვეტილებები ივანიშვილმა უნდა დაამტკიცოს”.

Politico-სთან საუბარში გახარია ოლიგარქზე ამბობს: “ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელია, არც პრორუსია და არც პროჩინელი. სამწუხაროდ ის არც პროქართველია. ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს”.

გამოცემა ასევე ოლიგარქის ბოლოდროინდელ სხვადასხვა გამოსვლებსაც იხსენებს, მათ შორის წერს ივანიშვილის პირობაზე აკრძალოს ოპოზიცია – სტატიაში აქცენტი “გლობალური ომის პარტიაზე”, “მეორე ფრონტის გახსნაზე”, დასავლეთის კრიტიკაზე, ჰომოფობიური და რუსული კანონების მიღებაზეც არის გაკეთებული.

“საქართველოს უმდიდრესი ადამიანისთვის, ევროკავშირში ან NATO-ში შესვლაზე უარის თქმა არ იქნება უკანდახევა. თუმცა, რიგითი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ოცნებობენ კეთილდღეობასა და პირად თავისუფლებაზე, სიტუაცია განსხვავებულია. მართლაც, მაშინ, როცა ქვეყანაში ბევრი თავის შემოსავალს ივანიშვილის მფარველობის სისტემას უნდა უმადლოდეს, ბევრი სხვა ეყრდნობა დახმარებას ამერიკიდან და ევროპიდან. ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს ფული, მაგრამ საბოლოო ჯამში მის გადაწყვეტილებებზე პასუხს რიგითი ქართველები აგებენ”, – წერს Politico.

სიახლეები

ბაჩო ახალაია დააკავეს აპლიკაციების მეშვეობით კონტაქტისთვის, რომელთა შინაარსი გამოძიებამ არ იცის

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ უგულებელყო ადამიანის დაკავებისთვის აუცილებელი, მაღალი სტანდარტის მტკიცებულებების მოთხოვნები და...

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...