მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და შანტაჟი; სასოწარკვეთილი და შეშინებულია -...

ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და შანტაჟი; სასოწარკვეთილი და შეშინებულია – გახარია

Published on

მოვისმინეთ, რომ ფულის გამო, მილიარდების გამო, ქვეყნის საგარეო ინტერესებით ვაჭრობდა – ასე აფასებს გიორგი გახარია ოლიგარქის გუშინდელ განცხადებებს და იმ მუქარას პასუხობს, რომელიც ივანიშვილმა სამთავრობო “იმედიდან” გააჟღერა:

“ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ”- თქვა გახარიამ, რის შემდეგაც მას განცხადება გააწყვეტინა და შეკითხვის დასმა სცადა, ისევ იგივე სამთავრობო მედიის წარმომადგენელმა, საიდანაც წუხელ ივანიშვილი იმუქრებოდა:

“მეტი რომ ვერაფერი შეძლო, “იმედიდან” პროვოკატორი გამოგვიგზავნა” – აღნიშნა გახარიამ და განაგრძო, რომ გუშინ საზოგადოებამ რეალურად იხილა სასოწარკვეთილი ივანიშვილი, რომელმაც გახარიას თქმითვე, “თავის მომხრეები რომ დაემშვიდებინა, დიდ მიღწევად გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატების ელჩს შევუთანხმდი და არჩევნების შემდგე შევხვდებიო.”

რაც შეეხება მუქარას, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი აღნიშნავს, რომ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ამ მუქარას ვერ განახორციელებს:

“ეს არის გასაოცარი დემოკრატიის სახე, რომელსაც დაგვპირდა საპატიო თავმჯდომარე. მუქარა ივანიშვილის მხრიდან არ არის პირველი. პირველი რაც მოხდა ისაა, რომ გამოვიდა ეს კაცი და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით და დაჭერებით და ემუქრება ჩემ გუნდს, კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს. მე აბსოლუტურად მინდა თითოეული ჩვენი გუნდის წევრს გამოვუცხადო მხარდაჭერა და ვუთხრა, ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანი, როგორიცაა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაში მარტო მე კი არა, საქართველოს მოქალაქეებსაც ეჭვი ეპარებათ, ეს ადამიანი არათუ მუქარის განმახორციელებელი არ არის, თვითონ ეტყობა როგორი სასოწარკვეთილი და გონივრულობის მიღმაა. ისეთ რაღაცებს საუბრობდა, მე არც გავცემ პასუხს. ” აღნიშნა გახარიამ.

შეგახსენებთ, გახარიას და მის გუნდს ოლიგარქი ივანიშვილი გასამართლებით დაემუქრა: “ამ გარეწართან, ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ.” – თქვა ივანიშვილმა.

სიახლეები

განზრახ მკვლელობის, გაუპატიურებისა და ოჯახში ძალადობის გამო ხაშურელ კაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული გორის რაიონულმა სასამართლომ...

დარტყმა ქაბულის კლინიკაზე – პაკისტანი მასთან კავშირს უარყოფს

ავღანეთის მმართველმა თალიბანმა განაცხადა, რომ პაკისტანის ჯარებმა ქაბულში ავიაიერიში მიიტანეს ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა სარეაბილიტაციო კლინიკაზე....

გადმოყვანილია მასიური სისხლდენით, ჩაუტარდა ყველა პროცედურა – კავკასიის მედიცინის ცენტრი პატრიარქზე

"პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ყველა პროცედურა, რომელიც სისხლდენის შეჩერებისთვის ესაჭიროებოდა....

უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...