მთავარისიახლეებისაზოგადოებამე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები - სალომე ზურაბიშვილი ევროპულ მარშს უერთდება

მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები – სალომე ზურაბიშვილი ევროპულ მარშს უერთდება

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კვირას ევროპული კურსის მხარდამჭერ მარშს აუცილებლად შეუერთდება:

“დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრი, მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს არის ძალიან დიდი დღე იმიტომ, რომ ჩვენი სტაბილურობაც არის ამაზე დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდად გავიდეს ხალხი და აჩვენოს თავის ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს.

მე დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება, ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, პოლარიზაციას, ერთმანეთის სიძულვილს, რადგან ის გზა, რომელზეც ვდგებით ახლა, და რომელიც უალტერნატივოა, არის გზა განვითარების, მშვიდობის, განათლების და რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს – ეს ვერ იქნება სიძულვილის გზა. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი გამოვა ხვალ”, – თქვა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...