მთავარისიახლეებისაზოგადოებაამაზრზენი ტყუილის გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადეთ - ბაჩანა შენგელია მაია კალანდიას უპირისპირდება

ამაზრზენი ტყუილის გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადეთ – ბაჩანა შენგელია მაია კალანდიას უპირისპირდება

Published on

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, აწ გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია კოალიცია ცვლილებებისთვის წევრს მაია კალანდიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. საუბარია კალანდიას სტატუსზე, რომელიც მან ფეისბუკზე და დაწერა. სტატუსში წერია:

ბაჩანა შენგელია მაია კალანდიას პასუხობს და ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს.შენგელიას სტატუსს “ოდიშინიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“ძალიან არ მინდოდა წინასაარჩევნოდ, თუმცა ამას როგორც ჩანს თქვენ Maia Kalandia ვერ აცნობიერებთ, როდესაც ასეთ უტიფარ ტყუილს აბრალებთ ადამიანს და მე-6 საჯარო სკოლას უწევთ დისკრედიტაციას. ეს ალბათ ჯანსაღი წინასაარჩევნო კამპანია გგონიათ.
გაითვალისწინეთ, რომ ია კერზაიას სახელს სანამ ახსენებთ (კომენტარებში გიხსენებიათ) , პირი კარგად გამოირეცხეთ, მაგრამ ჯობს საერთოდ არასდროს აღარ ახსენოთ. თქვენ ამ ადამიანის ხსენების მორალური უფლება დაკარგეთ 2022 წლის 14 თებერვალს, როდესაც გახარიას პარტიას კოალიცია შეუკარით. საკრებულოს სხდომამდე, თქვენს კოლეგებთან ერთად ძალიან გთხოვეთ არ ჩაგედინათ ეს ამორალური საქციელი და ზუგდიდში არ დაგესვათ საკრებულოს თავმჯდომარედ იას წინააღმდეგ სპეცოპერაციის მთავარი შემოქმედის თანაპარტიელი. ამაზე 20 ადამიანის თანდასწრებით მიპასუხეთ, ,,ახლა ეს ისეთი მნიშვნელოვანია, გახარიას დედაჩემიც რომ მოეკლა, მაინც მივცემდი ხმასო”. ზუსტად ასე მიპასუხეთ, პავლიკ მოროზოვივით.
სინამდვილეში ,,მნიშვნელოვანი” აღმოჩნდა ხმის მიმცემი პირების თანამდებობები და ხელფასები, აბა რიგითი ზუგდიდელისთვის ამ კოლაბორაციით რომ არაფერი შეცვლილა, ამას ალბათ ყველა ვხედავთ.
ახლა ან გამოაჩინეთ ის მითიური ინფორმატორი, ან ამ ამაზრზენი ტყუილის გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადეთ.”- წერს ბაჩანა შენგელია.

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...