მთავარისიახლეებისენაკსა და ზუგდიდში მოქმედებს "ძალოვანთა შტაბი", რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობებს ართმევს-წითლიძემ...

სენაკსა და ზუგდიდში მოქმედებს “ძალოვანთა შტაბი”, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობებს ართმევს-წითლიძემ გვარები დაასახელა

Published on

მოქმედებს ე.წ. ძალოვანთა შტაბი, რომელსაც სამხარეო პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობს და რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს” – განცხადებას ამის შესახებ ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანა წითლიძე აკეთებს და სენაკსა და ზუგდიდში უკანონო ქმედების ჩამდენ მაღალჩინოსნებს ასახელებს და მათ ფოტოებს ასაჯაროებს.

წითლიძის მიერ დასახელებულ პირებში პოლიციის მაღალჩინოსნები, სენაკის მერიისა და აიიპ-ების თანამშრომლები არიან:

“დღეს მე დავასახელებ ადამიანებს, რომლებიც სენაკსა და ზუგდიდში ასრულებენ უკანონო დავალებას და პირადობის მოწმობებს ართმევენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, რათა ისინი არ მივიდნენ არჩევნებზე. ჩემს მიერ დასახელებული პირები იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობს კრიმინალი და სახელმწიფო ერთმანეთთან, ქართული ოცნების სასარგებლოდ.

სენაკში მოქმედებს პირადობის მოწმობების ჩამორთმევით დაკავებული ე.წ. ძალოვანთა შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი. ასევე სენაკში, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში არიან მხილებული პოლიციის თანამშრომლები:
ბადრი გოგინავა – სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, ბუთხუზი სირია – ნოსირის პოლიციის განყოფილების უფროსი, კახა ჭაავა – ზანის განყოფილების უფროსი, ასევე, მერიისა და აიიპ-ის თანამშრომლები: ბეჟან გუნია, მონიკა ვასილევა, სოსო მატახერია, დათო საჯაია, თორნიკე ჯიჯეიშვილი.

ზუგდიდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევებს ორგანიზებას უწევს დათო შენგელია, ე.წ. ტყის ძმების მეთაური; გია ყალიჩავა პოლიციის თანამშრომელი, გიზო ვეკუა “ოცნების” აქტივისტი, ირაკლი ჯიქია – შსს-ს თანამშრომელი და ლაშა ვეკუა – საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.” აღნიშნა წითლიძემ.

მისივე თქმით, აქვთ შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებსაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გადასცემენ.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...