მთავარისიახლეები2023 წელს ემიგრაციაში წასული 164 000-მდე მოქალაქიდან 70% 30 წლამდე ასაკისაა, 43%...

2023 წელს ემიგრაციაში წასული 164 000-მდე მოქალაქიდან 70% 30 წლამდე ასაკისაა, 43% – 15 წლამდე ბავშვია

Published on

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს – გასულ წელს, იმაზე მეტი მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ვიდრე დაბრუნდა.

2023 წელს ემიგრაციაში წასული 164 ათასამდე მოქალაქიდან 70% – 30 წლამდე ასაკისაა, მათ შორის 43% – 15 წლამდე ბავშვია.

მომავალი თაობის ქვეყნიდან მასობრივი გადინება რომ განსაკუთრებული პრობლემაა ეს კარგად ესმით ეკონომისტებს. საგანგაშო სტატისტიკას კი ქვეყნის მთავრად საფრთხედ ასახელებენ. ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი ქვეყნის საუკეთესო გენოფონდი, ახალგაზრდები, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნის – სამშობლოს დატოვებას ამ ტემპებით გააგრძელებს, საქართველო გარდაუვალი ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დადგება.

საგანგაშოა, საქართველოში საცხოვრებლად დარჩენილი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობაც, ბოლო ერთ წელში რუსეთის 74 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა და ჩვენს ქვეყანაში დასახლდა. პარალელურად კი საერთო ჯამში, ბოლო 10 წელში ემიგრაციაში წავიდა 815 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე, ხოლო ქვეყანაში 265 ათასით ნაკლები – 550,919 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.

მიუხედავად საგანგაშო ციფრებისა, ემიგრაციაში მცხოვრები ახალგაზრდები 26 ოქტომბრის მოახლოებულ არჩევნებს იმედით უყურებენ და ფიქრობენ რომ ცვლილებების შემდეგ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდებიან.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...