მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, ტროტუარზე შემოვლებული ჯებირი მანქანის დაჯახების შედეგად მოქალაქეებს დაეცა

ზუგდიდში, ტროტუარზე შემოვლებული ჯებირი მანქანის დაჯახების შედეგად მოქალაქეებს დაეცა

Published on

ზუგდიდის ბაზრის გარეთა პერიმეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ოპელის მარკის ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა, რკინის ჯებირი, რომლითაც ტროტუარია შემოსაზღვრული ერთ-ერთ მოქალაქეს დაეცა, ხოლო მეორეს ავტომანქანამ დაარტყა. „დევნილი ვარ, დახმარების ფული ავიღე და მერე აქ ჩამოვჯექი, ჩემს გოგოს ველოდებოდი, ვერც გავიაზრე, ისე დამეცა თავზე რკინა“- ამბობს ერთ-ერთი დაშავებული მოქალაქე.

 

თვითმხილველების თქმით, მეორე ქვეითი, რომელსაც მანანა დაეჯახა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მორიგე ექიმის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და გამოკვლევები უტარდება. ცნობისათვის, რკინის კონსტრუქცია იმ ტროტუარზეა შემოვლებული, სადაც ადრე გარევაჭრობა იყო. ის განთავსებულია ტროტუარსა და საავტომობილო გზას შორის. საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტი ელ.ქსელის მთანამშრომელია, რომელიც ადგილზე ჯგუფთან ერთად იყო გასული და სამუშაოებს ასრულებდა. შსს-ს ინფორნმაციით, მომხდარზე სგამოძიება  სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

სიახლეები

თევზი 20%-ით, ხორცი 10%-ით, პური 7%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით გაიზარდა,...

საუბარი იყო იმაზე, რომ ეფექტურია ეს მედიკამენტები-დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები კობახიძეს შეხვდნენ

"დეტალურად გადავეცით ჩვენ ინფორმაცია მედიკამენტებთან მიმართებაში, მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, იმასთან დაკავშირებით... ჩვენ პოზიტიურად ვართ...

საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ

საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ - განაცხადა...

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა - ინფორმაციას უკრაინული მედია რკინიგზის განცხადებაზე დაყრდნობით...