მთავარისიახლეებისაზოგადოებატყიბულის შახტში ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ერთ მეშახტეს გოგი რაფავას დღეს დაკრძალვენ

ტყიბულის შახტში ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ერთ მეშახტეს გოგი რაფავას დღეს დაკრძალვენ

Published on

ტყიბულის შახტში ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ერთ მეშახტეს, გოგი რაფავას დღეს დაკრძალვენ. ტყიბულის შახტში უბედურ შემთხვევას 6 მეშახტე ემსხვერპლა, 5 ორი დღის წინ დაკრძალეს, ექიმებმა ვერ შეძლეს გოგი რაფავას გადარჩენაც, რომელიც აქამდე რეანიმაციის განუოფილებაში იმყოფებოდა. 
 
დაღუპულთა და დასავებულთა ოჯახის წევრები  ამ დრომდე ელოდებიან მომხდარის ზუსტი მიზეზების დადგენას. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო, პარალელურად კი დასკვნაზე მუშაობენ სამხარაულის ბიუროს ექსპერტები. რამ წარმოქმნა ჰაერის ძლიერი ტალღა შახტში და იყო თუ არა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი სამთო დარტყმა – ამ კითხვებზე პასუხები ჯერ ისევ არ არსებობს. პროფკავშირების მოწვევით კი უკრაინის სამთო ექსპერტები მუშაობაში 23 აპრილიდან ჩაერთვებიან. 
 
შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სრული კრახი – ამ შინაარსის წერილით მიმართავს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი პრემიერ-მინისტრს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ვითარება რთულია და ამაზე მიუთითებს 5 აპრილს ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევაც.
წერილში წერია, რომ ალტერნატიული სამუშაო ადგილების არარსებობის გამო ადგილობრივები იძლებულები არიან შახტებსა და მაღაროებში, საფრთხის შემცველ გარემოში იმუშავონ. პროფკავშირები კი ტყიბულელი მეშახტეებისა და ჭიათურელი მაღაროელებისათვის ღირებული სამუშაო პირობების შექმნასა და ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. ასევე საუბრობენ ტყიბულის შახტში სამუშაო პროცესის შეჩერებისა და მისი რეაბილიტაციის შესახებ.
 
როგორც ირააკლი პეტრიაშვილი აცხადებს,  ,,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ არაერთხელ იქნა ინიცირებული სხვადასხვა სახის ინიციატივები და ბოლო ასეთი მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიიღო 2018 წლის 6 აპრილს, თუმცა მისგან რეაგირება ჯერ კიდევ არ ყოფილა, ამჯერად გაერთიანება პარალელურად იწყებს ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებზე ხელმოწერების შეგროვებას და მოუწოდებს როგორც ყველა დარგობრივ პროფესიულ კავშირს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, მოძრაობებს და აქტივისტებს, რომ შემოუერთდნენ ხელმოწერების აგროვების პროცესს."

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...