მთავარისიახლეებიქვეყნებიდან ყველაზე დიდი ვალი საქართველოს მთავრობას საფრანგეთის, გერმანიის და იაპონიის აქვს

ქვეყნებიდან ყველაზე დიდი ვალი საქართველოს მთავრობას საფრანგეთის, გერმანიის და იაპონიის აქვს

Published on

2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 23.1 მილიარდი ლარია, მათგან 17.5 მილიარდი ლარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან აღებული ვალია, 4.3 მილიარდი კი ქვეყნების (ორმხრივი კრედიტორები). 1.3 მილიარდი კი ფასიანი ქაღალდები (ევრობონდი)

საფინანსო ინსტიტუტებს შორის ყველაზე მეტი ვალი მთავრობას 6.3 მილიარდი ლარი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აქვს. მეორე ადგილზეა რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი (WB – IBRD) 4.4 მილიარდით, მესამეზე კი 3 მილიარდით ევროპის საინვესტიციო ბანკი(EIB).

ქვეყნებს შორის საქართველოს მთავრობას ყველაზე მეტი ვალი საფრანგეთის აქვს 2.2 მილიარდი ლარი, გერმანიის 1.6 მილიარდი ლარი და იაპონია 0.3 მილიარდი ლარი.

რუსეთის ვალი 7.9 მლნ დოლარს შეადგენს.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2024 წლის აგვისტოში მთავრობის საგარეო ვალი 1.7 მილიარდი ლარითაა გაზრდილი. 2023 წლის 31აგვისტოს მთავრობის საგარეო ვალი იყო 21.4 მილიარდი ლარი იყო.

მთავრობის ვალი არის მთავრობის მიერ საკუთარი ფუნქციების განსახორციელებლად აღებული სესხების დაუფარავი ნაწილი. მთავრობის ვალის, ცენტრალური ბანკისა და მთავრობის გარანტიებით კერძო სექტორის მიერ აღებული ვალების ჯამი წარმოადგენს სახელმწიფო ვალს (Public debt) .

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...