მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევს გამარჯვებას ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევს გამარჯვებას ულოცავს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევს გამარჯვებას ულოცავს. 
 
„გულითადად ვულოცავ ჩემს მეგობარს, ბატონ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები კვლავაც განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ვუსურვებ ბატონ პრეზიდენტს წარმატებას მის სახელმწიფოებრივ საქმიანობაში აზერბაიჯანელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, – ნათქვამია მილოცვის ტექსტში.
 
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაზაჰირ პანახოვის განცხადებით, ბიულეტენების 65%-ის დამუშავების შემდეგ ილჰამ ალიევმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 86,09%-ს მიიღო.
ილჰამ ალიევმა, რომელიც აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს, ქვეყნის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 
 
„ყოველთვის ვგრძნობდი ხალხის მხარდაჭერას. ის ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა ჩვენი განვითარებისთვის“, – განაცხადა ალიევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობამ ხმა „უსაფრთხოებას, პროგრესს და განვითარებას მისცა“.
„თქვენი მხარდაჭერა არის იმ სამუშაოს შეფასება, რაც ჩვენ ბოლო 15 წლის მანძილზე გავწიეთ. 15 წლის მანძილზე აზერბაიჯანის ეკონომიკა 3,2-ჯერ გაიზარდა. თუმცა ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ. წინ, ახალი გამარჯვებებისკენ!“ – განაცხადა ალიევმა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...