მთავარისიახლეებისამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხი მოლაშქრე სტანისლავ კოსკისი დაიკარგა

სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხი მოლაშქრე სტანისლავ კოსკისი დაიკარგა

Published on

სამეგრელოს რეგიონში ჩეხი მოლაშქრე სტანისლავ კოსკისი დაიკარგა. ინფორმაციას ფეისბუკგვერდი Trekking in the Caucasus ავრცელებს. არსებული ინფორმაციით მოლაშქრე ტობავარჩხილის ტბის მიდამოებში გაუჩინარდა. ის სკურიდან ხაიშში გადასვლას გეგმავდა. ბოლოს ის კირნახონას თავშესაფართან ნახეს 28 სექტემბერს.
სტანისლავ კოსკისის ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ:

“იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ეწვია ტობავარჩხილის ტბების მიდამოებს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში (ან იცნობს ვინმეს, ვინც ამ პერიოდში იყო) და შეხვდა მას – ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია მისი მდებარეობის, ადგილსამყოფელის ან მოგზაურობის გეგმების შესახებ, რაც მისი ადგილსამყოფელის დადგენაში დაგვეხმარება ძალიან სასარგებლო იქნება.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...