მთავარისიახლეებისაზოგადოებადაბა ჯვარში ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

დაბა ჯვარში ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

Published on

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველადი გადამუშავების პროდუქტის – ფიცრის უკანონო და შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარში გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარის ქვედა ნაწილში არსებულ ე.წ. სამალავში 1,4 მ3 წიწვოვანი სახეობის ფიცარი იყო განთავსებული. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, მძღოლმა ვერ წარმოუდგინა დოკუმენტაცია. 
ავტომანქანა და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სამართალდამცავ უწყებაში გადაიგზავნება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...