მთავარისიახლეებიპოლიტიკაცხინვალში სროლის დროს ორი ე.წ. ძალოვანი დაჭრეს, ორივე კლინიკაშია

ცხინვალში სროლის დროს ორი ე.წ. ძალოვანი დაჭრეს, ორივე კლინიკაშია

Published on

ცხინვალის საოკუპაციო, მარიონეტული რეჟიმის ორი წარმომადგენელი, ე.წ. შსს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დაიჭრნენ ერთ-ერთ კაფეში მომხდარი სროლის შედეგად, ერთ მათგანი მძიმე მდგომარეობაშია და კლინიკაში რჩება. ასევე კლინიკაშია მეორე დაჭრილი. ორივეს ოპერაცია ჩაუტარდა. ერთი დაჭრილი 29, მეორე კი 31 წლისაა.  

დეტალები:

ინციდენტი კაფე “მინასში” მოხდა, სადაც ე.წ. პოლიციელები სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომელთა დღეს აღნიშნავდნენ. იქვე იყვნენ ე.წ. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. ორ კამპანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაც მალევე გადაიზარდა ჩხუბში და მხარეები სროლაზე გადავიდნენ. 

ამ ინციდენტის შემდეგ ე.წ.-მა პრეზიდენტმა მარიონეტული რეჟიმის შს მინისტრს დაავალა, კონტროლზე აიყვანოს და უსწრაფესად გამოიძიოს მომხდარი ინციდენტი. 

სიახლეები

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...

ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო Flydubai ისრაელში ფრენებს აჩერებს

"ვფიქრობ, ეს დაუჯერებელი ისტორიაა... მე ვრცლად ვესაუბრე ბიბი ნეთანიაჰუს ამ მოვლენის შესახებ და, როგორც...