მთავარისიახლეებიმსოფლიოსირიაში ქიმიური შეტევის გამო, დონალდ ტრამპმა ლათინურ ამერიკაში ოფიციალური ვიზიტი გააუქმა

სირიაში ქიმიური შეტევის გამო, დონალდ ტრამპმა ლათინურ ამერიკაში ოფიციალური ვიზიტი გააუქმა

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლათინურ ამერიკაში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა გამართულიყო. ის ქვეყანაში დარჩება და ყურადღებას გაამახვილებს იმ ქიმიურ შეტევაზე, რომელიც გასულ კვირას სირიაში განხორციელდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.
ტრამპი პერუს დედაქალაქში გამგზავრებას პარასკევს გეგმავდა, შემდეგ კი კოლუმბიაში უნდა ჩასულიყო. ელოდნენ, რომ ეს ვიზიტი დაძაბული იქნებოდა ამ ქვეყნების სამიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ტრამპის უკმაყოფილების გამო. ამერიკის პრეზიდენტის ნაცვლად, ამ ქვეყნებში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი გაემგზავრება.
 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...