მთავარისიახლეები"ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ" საელჩო მორიგ განცხადებას ავრცელებს

“ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ” საელჩო მორიგ განცხადებას ავრცელებს

Published on

აშშ-ის საელჩოს კიდევ ერთი პასუხი “ქართულ ოცნებას” – საელჩო ამჯერად სიცრუეს მმართველი პარტიის იმ განცხადებას უწოდებს, რომელიც ივანიშვილის გუნდის მტკიცებით, ” 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა”.

საელჩო აღნიშნავს, რომ “ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა”:

“ქართული ოცნების მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა” – ნათქვამია საელჩოს პასუხში.

ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წელია, ISFED-ს 2020 წლის არჩევნების პარალელური ხმის დათვლის [PVT] შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.

ივანიშვილის პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ მიზანი არეულობის გამოწვევა იყო.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...