მთავარისიახლეებიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჯო ბაიდენს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჯო ბაიდენს შეხვდა

Published on

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში თავის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს შეხვდა. პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა. ზელენსკიმ ბაიდენს აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება გააცნო.

ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად მან აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის გამარჯვების გეგმაც გააცნო, რომელსაც დეტალურად ვაშინგტონში მოლაპარაკებების დროს განიხილავენ.

“მე შევხვდი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოვხატე, რომელიც სიცოცხლის გადარჩენასა და უკრაინას დამოუკიდებლობის დაცვაში გვეხმარება.

მე მოვახსენე პრეზიდენტ ბაიდენს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ და წამოვწიე გამარჯვების გეგმა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მას დეტალურად განვიხილეთ ხვალ ვაშინგტონში მოლაპარაკებების დროს.

ჩვენ ერთად მივიღეთ მონაწილეობა G7+-ის სპეციალურ შეხვედრაში უკრაინის რეკონსტრუქციაზე, სადაც 30-ზე მეტმა ქვეყანამ და EU-მა მოაწერეს ხელი დეკლარაციას, რომელიც ფოკუსირებულია უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე,” – წერს ზელენსკი.

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...