9 აპრილიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება. ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ თან პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.10 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია, 1616 წელს გარეჯში წამებული 6 000 ბერის და ასევე, მანგლელი ეპისკოპოსის წმ. იოანეს (1751) ხსენების დღეა.11 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს, ღმრთისმშობლის ხატის „მსწაფლშემსმენელის“ ხსენებაა. 13 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს კი „წყარო ცხოვრებისად“ წოდებული ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული.აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია, რაც იმას ნიშნავს, რომ მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.
9 აპრილიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება
სიახლეები
საზოგადოება
1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ
სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...
საზოგადოება
სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება
“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ.
სასკოლო...
საზოგადოება
თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა
ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...