მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პუტინის მონა!.." - ნიუ-იორკში ქართველი ემიგრანტები კობახიძის მანქანას დახვდნენ

“პუტინის მონა!..” – ნიუ-იორკში ქართველი ემიგრანტები კობახიძის მანქანას დახვდნენ

Published on

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ნიუ-იორკში, ქალაქში გადაადგილებისას, ქართველი ემიგრანტები დახვდნენ და “პუტინის მონა” უწოდეს. 

“ირაკლი კობახიძის დელეგაცია გაიპარა. რაც ყველაზე სამარცხვინო იყო, ავტომობილზე საქართველოს დროშაც კი მოხსნილი ჰქონდა, იმიტომ რომ ის შეშინებულია, დამფრთხალია – პუტინის მონა. მოგეხსენებათ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს დელეგაცია სიიდან ამოიღო, რადგან პირდაპირ პუტინის მონები არიან.

პუტინის მონის შეძახილებით გავაცილეთ კობახიძე და აქედან მას მოვუწოდებ და მათ ე.წ. გუნდს – სასტუმროშიც მოგაგნებთ და იქაც შეგამკობთ ამ სიტყვებით, აეროპორტშიც მოვალთ და იქაც გაგაცილებთ, როგორც გეკადრებათ, რადგან ამერიკა თავისუფალი ხალხის ქვეყანაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 26 ოქტომბერს გაგიშვათ რუსულ სანაგვეზე, რადგან მხოლოდ რუსულ საქმეს აკეთებთ, საქართველოს ანგრევთ და ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს… ძირს ოლიგარქიული რეჟიმი, ძირს პუტინის ქართული თუ რუსული ოცნება”, – თქვა ქართველმა ემიგრანტმა, შმაგი ჩოხელმა.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...