მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმზად ვარ, გალში მცხოვრებ მოსწავლეებს ქართული და ისტორია ვასწავლო, სწავლა უფასოა -...

მზად ვარ, გალში მცხოვრებ მოსწავლეებს ქართული და ისტორია ვასწავლო, სწავლა უფასოა – გიგა ბენია

Published on

აფხაზეთიდან დევნილი ბი ემ ჯი-ს ჟურნალისტი გიგა ბენია “ფეისბუქზე” წერს:
“გთხოვთ, გააზიარეთ და ყველა გალელს გააგებინეთ.
ვინაიდან და რადგანაც, გალში ქართული ენა არ ისწავლება, მზად ვარ, იქ მცხოვრებ მოსწავლეებს ჩემი დრო ისევ დავუთმო.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ქართულსა და ისტორიას მეორე წელია ვასწავლი. ამ ხნის მანძილზე ბევრმა ელემენტარული ქართული ისწავლა და ნამდვილი ისტორია გაიგო.
მშობლებო, ნუ მისცემთ რუსეთს საშუალებას, თქვენს შვილებს მშობლიური ენა დაავიწყოს და თავში დამახინჯებული ისტორია ჩაუდოს.
ვისაც სურვილი გაქვთ, ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ, მომწერეთ. სახელმძღვანელოს, ყველა საჭირო მასალას უსასყიდლოდ გადმოგცემთ. რა თქმა უნდა, სწავლაც უფასოა”. 
“ფეისბუქზე” გიგა ბენიას პროფილი, სადაც შეგიძლიათ მისწეროთ

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...