მთავარისიახლეები"ადამიანებს მოვუწოდებ, რომ ხმა მისცენ EU-ში გაწევრიანებას და თუ ესაა ჩემი პრობლემა,...

“ადამიანებს მოვუწოდებ, რომ ხმა მისცენ EU-ში გაწევრიანებას და თუ ესაა ჩემი პრობლემა, კარგად ყოფილა მათი საქმე” -გიგაურის პასუხი კუპრაშვილს

Published on

მე მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ხმა მისცენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და თუ ეს არის ჩემი პრობლემა, კარგად ყოფილა მათი საქმე – ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის დღევანდელი განცხადებისა და გადაწყვეტილების პასუხად.

გიგაური ამბობს, რომ ორგანიზაციას ანტიკორუფციული ბიუროსგან ანგარიშების წარდგენის ოფიციალური მოთხოვნა ჯერ არ მიუღია.

“ჩვენ ჯერჯერობით ოფიციალური შეტყობინება არ მიგვიღია. შევხედავთ რა დასაბუთება აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ნამდვილად, მე მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ხმა მისცენ ევროკავშირს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს თუ არის ჩემი პრობლემა, კარგად ყოფილა მათი საქმე.”, – ამბობს ეკა გიგაური

შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ “აირჩიე ევროპა” და TI “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად” ცნო და ფინანსური ანგარიშების გახსნისთვის 5 დღე მისცა

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...