მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ამიერიდან ქართველებმა სანთელი უნდა აუნთონ ლუცენკოს, რადგან სააკაშვილი რომ გაეგზავნა მათთვის,...

,,ამიერიდან ქართველებმა სანთელი უნდა აუნთონ ლუცენკოს, რადგან სააკაშვილი რომ გაეგზავნა მათთვის, იქ უკვე ზაფხულისათვის ახალ რევოლუციას მოაწყობდა’’

Published on

უკრაინის  ყოფილი გენპროკურორი სვიატოსლავ პისკუნი ,,იზვესტიასთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ირწმუნება,  რომ ამ პოსტზე მისმა შემცვლელმა იური ლუცენკომ ,,ახალ ძალთა მოძრაობის’’ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი იმიტომ განაცხადა, რომ შეეცოდა ადგილობრივი ხელისუფლება.
 
,, ,,ამიერიდან ქართველებმა სანთელი უნდა აუნთონ  ჩვენს გენპროკურორს იმისთვის, რომ სააკაშვილი იქ არ გაგზავნა – მან უბრალოდ შეიბრალა საქართველოს ხელისუფლება, რადგან თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მოხვდებოდა, იქ  უკვე ზაფხულისათვის ახალ რევოლუციას მოაწყობდა- ეს  ახალგაზრდა ძალიან სწრაფია’’.  ’ – განაცხადა მან ,,იზვესტიასთვის’’ მიცემულ ინტერვიუში.
 
პისკუნმა აქვე განაცხადა, რომ თავისი გენპროკურორობისას ათეულობით  სხვადასხვა ადამიანის ექსტრადირება მოახდინა: ,,სადაო მომენტები, როგორიც ამ შემთხვევაშია,  არ მაგონდება და საქმე არასოდეს მიმიყვანია დავამდე – ყველაფერს უბრალოდ კანონიერად ვაკეთებდი.   აქ ბევრი ფიქრიც არ არის საჭირო – თუ ეჭვი გეპარება, კანონი წაიკითხე’’ – დასძინა მან. 
 
,,მიმომხილველი’’ შეახსენებს მკითხველს, რომ ,,სააკაშვილს 12 თებერვალს იძულებით  დაატოვებინეს უკრაინა იმ მოტივით, რომ მან ქვეყნის კანონი დაარღვია,  თუმცა მან უკცე არაერთგზის განაცხადა, რომ რომ მზად არის ქვეყანაში დაბრუნდეს.’’ – აცხადებს პისკუნი.
 
,,მაინც რა რეჟიმებია ასეთი, რომ მათი დამხობა ასე იოლია  და როგორ შეუძლიათ ორი ქვეყნის ოლიგარქებს ასე ეშინოდეთ ერთი ადამიანისა?’’- ასე ეხმაურება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას  იმის შესახებ, თუ, როგორ ,,გადაარჩინა’’   ლუცენკომ საქართველო’’ 
 

სიახლეები

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...

“არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ” – მიხეილ სააკაშვილი

"არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი,...

სუს-ი: დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი...