მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში რუს ტურისტს რესტორანი დაატოვებინეს და მიაძახეს, საქართველოც მალე დატოვეო - მაია...

ბათუმში რუს ტურისტს რესტორანი დაატოვებინეს და მიაძახეს, საქართველოც მალე დატოვეო – მაია კალანდია

Published on

ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია “ახალის” წარმომადგენელი მაია კალანდია ბათუმში 16 სექტემბერს მომხდარ ერთ შემთხვევაზე წერს, რა დროსაც რესტორანი დაატოვებინეს რუს ტურისტს, რომელიც ჯერ კერძს იწუნებდა, შემდეგ მიირთვა და ბოლოს ფასდაკლების გარეშე გადახდაზე უარს ამბობდა, მისი თქმით, პერსონალმა რუსეთის მოაქალაქეს საფასაური გადაახდევინა და რესტორანი დაატოვებინა, იქ მყოფებმა კი ტურისტი სტვენით გააცილეს:

“არ დავწერო არ შემიძლია, ისეთი გახარებული ვარ, ვწერ და ხელები მიკანკალებს.
ამბავი მოხდა ბათუმის რესტორანში, ამ საღამოს.
რუსმა კლიენტმა სტეიკი მოითხოვა. მიუტანეს, ასეთი არაო, ძვლიანი მინდოდაო. შეუცვალეს!
ასეთი არა ისეთიო, მე სხვანაირი მინდოდაო. ვაკუუმში მიუტანეს, შეარჩიეო, კი ოღონდ ფასდაკლება გამიკეთეთო. არაო, უთხრეს. მიირთვა და მიმტანს უთხრა, ფასდაკლება მეკუთვნისო და დაიწყო გახურება. პერსონალიდან ერთ-ერთი თავზე დაადგა და სასწრაფოდ გადაახდევინა საფასური, ოპერაციის დასრულების შემდგომ კი უბრძანა, სასწრაფოდ დაეტოვებინა იქაურობა. ხმამაღლა მიაძახა, რომ კარგი იქნება, თუკი საქართველოსაც დატოვებს მალე.
დარბაზში მყოფმა ახალგაზრდებმა სტვენით გააცილეს რუსი. მთავარ პერსონაჟს კი მადლობა გადაუხადეს!
ასე იქცევიან თავმოყვარე ადამიანები!”, – წერს მაია კალანდია

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...