მთავარისიახლეებიპოლიტიკალაკმუსი, სახელად ნინია კაკაბაძე - საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული ბზარი გამჟღავნდა

ლაკმუსი, სახელად ნინია კაკაბაძე – საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული ბზარი გამჟღავნდა

Published on

დღეს პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების კვოტით, მხარი დაუჭირა ნინია კაკაბაძის კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, იგი  55-ხმით აირჩიეს.
გედევან ფოფხაძემ, რომლისთვისაც ეს კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა,  დაუყივნელივ განაცხადა რომ  ტოვებს საოარლამენტო უმრავლესობას. საუბარია იმაზეც, რომ გედევან ფოფხაძის მსგავსად  საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას გეგმავენ ი სხვა დეპუტატებიც.
 
,,თუ საქმე ასე გაგრძელდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, – ასე უპასუხა დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ “ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რამდენად მოსალოდნელია გედევან ფოფხაძის ანალოგიური გადაწყვეტილება
ქანთარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევა პრინციპული საკითხი იყო. 
 
“კაკაბაძის კანდიდატურა წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო შემოსული. იმის მიუხედავად, რომ მაშინ იყო კოალიცია, რომელშიც სხვადასხვა პარტიები ერთიანდებოდა, ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ და ხმა არ მივეცით. ჩავთვალეთ, რომ ეს ქალბატონი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს წევრობას სხვადასხვა მიზეზების გამო არ იმსახურებს – მათ შორის მისი დამოკიდებულებების გამო რელიგიის მიმართ და ასე შემდეგ. დღეს აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის ნაწილმა ხმა მისცა და ის ბორდის წევრი გახდა. გედევან ფოფხაძეს კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით პრინციპულად ვეთანხმები, მაგრამ მაინც მგონია, რომ მან უმრავლესობის დატოვება იჩქარა. როგორც ჩანს, ეს არის მისი ემოციური გადაწყვეტილება.
ზოგადად, მომავალში გამორიცხული არაფერია – საჭიროა გუნდი პრინციპულ საკითხებზე ჩამოყალიბდეს, თუ ვინ სად დგას. ეს არ არის იმ ამომრჩევლის შეკვეთა, რომელმაც ჩვენ ხმა მოგვცა. ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის განწყობა და პოზიცია უნდა გავიზიაროთ, რადგან სწორედ მათ მოგვიყვანეს პარლამენტში და აბსოლუტურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება სხვა სახელს იძენს, რაც პერსპექტივისთვის კარგი არ არის“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. 
 

სიახლეები

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი...

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი, უინსტონ ვოგელი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "მიმართვა ქართველ...

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...