მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინას გამოსვლა ის სცენარია, რომელიც რუსეთს მშვიდობისმყოფელებად წარმოაჩენს - გია ხუხაშვილი

ბიძინას გამოსვლა ის სცენარია, რომელიც რუსეთს მშვიდობისმყოფელებად წარმოაჩენს – გია ხუხაშვილი

Published on

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში მთავარი არა ბოდიშის მოხდაზე საუბარი, არამედ ის იყო, რომ მან 2008 წლის ომში მან საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა. 
“ბიძინას გამოსვლაში მთავარი ის არ არის, რომ მან ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა.
მთავარია, რომ 2008 წლის ომში (ცხინვალის ცეცხლის ალში გახვევა), ანუ სამხედრო დანაშაულში ცალსახად დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება(არა ნაც.მოძრაობა), რომელიც გარედან (არა რუსეთიდან) მიღებული დავალებით მოქმედებდა.
შესაბამისად, იგულისხმება რომ რუსეთი იძულებული გახდა დაეცვა ოსი ხალხი გენოციდისგან, რომელიც ინიცირებული იყო დასავლეთიდან და მისი აღსრულება ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აქვე დაპირდა ყველას, რომ ამისთვის გაასამართლებს ნაც. მოძრაობას, ანუ იმდროინდელ ხელისუფლებას.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ტიპის დანაშაულის ტვირთი გადადის არა რომელიმე პარტიაზე, არამედ სახელმწიფოზე, რომელსაც იმ ეტაპზე წარმოადგენს ამა თუ იმ პარტიით დაკომპლექტებული ხელისუფლება.
ეს არის სცენარი, რომელიც არა თუ მთლიანად “ათეთრებს” რუსეთის ქმედებებს, არამედ წარმოადგენს მათ ნამდვილ მშვიდობისმყოფელებად, რომლებმაც დაიცვეს ოსი ხალხი გენოციდისგან.
ეს არის ზუსტად ის, რასაც ამტკიცებს რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება 2008 წლის შემდეგ და რასაც სრული მოცულობით დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლება.
შესაბამისად, ჩვენ 2008 წლის აგვისტოში კი არ დავმარცხდით, დავმარცხდით 2024 წლის 14 სექტემბერს თავისი დამანგრეველი შედეგებით”, – წერს გია ხუხაშვილი. 

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...