მთავარისიახლეებისაზოგადოებაგორში დააკავეს ანტისაოკუპაციო რესტო-ბარის მფლობელი იოსებ ბაბაევი

გორში დააკავეს ანტისაოკუპაციო რესტო-ბარის მფლობელი იოსებ ბაბაევი

Published on

გორში მდებარე  ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელი სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი პოლიციამ დააკავა. ბაბაევი გორში, ბიძინა ივანიშვილის დახვედრის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს და ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ბაბაევს პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავებიან.

იოსებ ბაბაევის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოს დღეს უნდა ემსჯელა, თუმცა ბიზნესმენი სასამართლოში არ გადაიყვანეს, რის გამოც, მას, სავარაუდოდ, 2 დღის წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარება მოუწევს.

სამთავრობო მედიების განცხადებით, ბაბაევი იმ ტერიტორიაზე ცდილობდა შეჭრას სადაც “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ღონისძიება იმართება და სადაც ბიძინა ივანიშვილი სიტყვით უნდა გამოვიდეს, თუმცა ვიდეოკადრში ჩანს, რომ დაკავებული საკუთარ რესტორანში პროდუქტების მისატანად მანქანით ცდილობდა მისვლას, რა დროსაც მას საპოლიციო ძალებმა გზა გადაუკეტეს და დააკავეს.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...