მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 7 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 7 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა

Published on

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით 154 სახერხი საამქრო შეამოწმეს.მათ სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 79 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 24 აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 4 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა, 7 – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 15 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის სამოქმედო ტერიტორიაზე, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -13, ქვემო ქართლში – 2, ხოლო 1 – ქალაქ თბილისში. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 ანგარიშგების წესებისა და 13 ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.ჯამში, ამოღებულია 10 მ3-მდე უკანონო, პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი, 52 ერთეული წიფლისა და 5 ერთეული მურყანის სახეობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე (მრგვალი მორი), ხოლო სახერხი დანადგარები დაილუქა.

სიახლეები

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს

რუსებმა უკრაინის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი...

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს

ცნობილი ამერიკელი დირიჟორი, უინსტონ ვოგელი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "მიმართვა ქართველ...

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...