მთავარისიახლეებიივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც...

ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?! – ოქრიაშვილი

Published on

“ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!” – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ოცეულში სპორტსმენების ჩასმას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიღებული გადაწყვეტილება, თავდაპირველად, მისთვის გასაკვირი იყო, რადგან როგორც ოქრიაშვილი აღნიშნავს, “ქართული დროშა, ჰიმნი და სიამაყე რუსეთის მიმართ მორჩილების, მონობის პოლიტიკასთან შეუთავსებელია”.

ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!

ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ გენო პეტრიაშვილს, ლაშა ტალახაძეს და ყველა იმ ქართველს, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოში გააქვს და სიამაყით გვავსებს მეც და ჩვენს ხალხსაც. მათი შეერთება „ოცნებასთან“ თავიდან გამიკვირდა – სად ქართული დროშა, ჰიმნი, სიამაყე და სად რუსეთის მიმართ მორჩილების, მონობის პოლიტიკა, ეს ხომ შეუთავსებელია?!

თუმცა, ბატონმა ივანიშვილმა მეც და ჩვენი ხალხიც მრავალჯერ მოგვატყუა და თუ მთელი ერს ატყუებს, რა გასაკვირია, პეტრიაშვილიც და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!

რას ვგულისხმობ ტყუილში: 2012 წელს ციხის „ფეიკი“ კადრებით და ჩვილის უცნაური სიკვდილის ტრაგედიით მოვიდა ხელისუფლებაში. ხალხს დაპირდა უფასო ფულს და დენს, იაფ ბენზინს, მაღალ ხელფასებს, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, პარალელურად, ევროკავშირში შესვლას და 2017 წელს საქართველოს წალკოტად ქცევას, მსოფლიო რუკაზე ჩვენი ქვეყნის „მეორე შვეიცარიად“ დასმას…

2020 წლის არჩევნებზე იგივე ფინტი ჩაგვიტარა: „დაგვიბრუნა“ დავით გარეჯი, „წალკოტად აქცია“ წყალტუბო, ანაკლიაში „ააშენა“ პორტი და სასტუმროები და ა.შ.

რა ხდება ახლა, 2024 წელს – ხელისუფლებაში დარჩენა უნდა დაპირებების გარეშე: წინა დაპირებებიდან არაფერი შეგისრულეთ, მაგრამ ომი რომ არ არის ქვეყანაში, ესეც დიდი მიღწევააო. კარგია, რომ ომი არ არის, მაგრამ „ქოცური“ პოლიტიკა ომის საშიშროებას რომ ზრდის ?! რატომ – იმიტომ, რომ მოკავშირე აღარ დარჩა ქვეყნის გარეთ და არც რუსეთთან დალაგდა და ვერც მომავალში დალაგდება ურთიერთობები, დასავლეთის და თურქეთის მხარდაჭერის გარეშე. სამწუხაროდ, ახლა, ეს ძალა ჩვენთვის საყვარელ ადამიანებსაც მოტყუებით იყენებს, რათა გაიხანგრძლივოს საქართველოსთვის დამანგრეველი მმართველობა”, – წერს კახა ოქრიაშვილი.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...