მთავარისიახლეებიმსოფლიომოსკოვს დრონები უტევდნენ, საჰაერო განგაში იყო ტულის, ბრიანსკისა და ლიპეცკის ოლქებშიც

მოსკოვს დრონები უტევდნენ, საჰაერო განგაში იყო ტულის, ბრიანსკისა და ლიპეცკის ოლქებშიც

Published on

რუსეთის დედაქალაქს წუხელ უკრაინელებმა დრონებით შეუტიეს, მოსკოვის შემოგარენი უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე ღამის საათებში გახდა. მოსკოვის მერის თქმით, სხვადასხვა რაიონში 13 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი მათგანი რამენსკოეში მაღალსართულიან კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც მე-11-მე-12 სართულების რამდენიმე ბინაში ხანძარი გაჩნდა. მერი ამბობს, რომ არავინ დაშავებულა.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვამ სულ 59 დრონი ჩამოაგდო.

ტულის რეგიონის ხელისუფლება იტყობინება ორი ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ, რომელთაგან ერთის ნამსხვრევები “საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე” დაეცა.

ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა ასევე დაადასტურა, რომ რეგიონს უპილოტო საფრენი აპარატები უტევდნენ. 

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...