მთავარისიახლეებისაზოგადოება"ჩემი შვილის მაისურზე კარგად ჩანს გამჭოლი ტყვიის ნაკვალევი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში არ...

“ჩემი შვილის მაისურზე კარგად ჩანს გამჭოლი ტყვიის ნაკვალევი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში არ დევს”- ბექა რუსიას დედა

Published on

სოფელ მუჟავაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ბექა რუსიას დედა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ საქმეს სტრასბურგამდე მიიყვანს. იზა რუსიას დღეს ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ გარდაცვლილი ჯარისკაცის ტანსაცმელი გადასცა. გარდაცვლილის დედის თქმით, ტანსაცმლის დათვალიერებიდან ჩანს, რომ ექსპერტიზა გაყალბებულია, რადგან მაისურზე კარგად ჩანს გამჭოლი ტყვიის ნაკვალევი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაში არ დევს. „არ ვენდობი პროკურატურას, ხელახლა ექსპერტიზას გავაკეთებ, რომ დავამტკიცო სიმართლე. არაფერი არ არის გამოძიებული. მე ვითხოვ, საგუშაგოს უფროსის ალექსანდრე კვიჟინაძის დასჯას. რადგან სწორედ მისი იარაღით თამაშობდნენ ბავშვები. მარტო დროებითი გათავისუფლება არაა საკმარისი, ის უნდა დაისაჯოს საკადრისად, რადგან სხვა ოჯახები მაინც იყვნენ დაცული და სხვისი შვილებიც არ გახდნენ მათი უპასუხისმგებლობის მსხვერპლნი. ბოლოსდაბოლოს სანამდე დამალავენ ამ ყველაფერს? ხომ უნდა დაადგეს საშველი მათ დაუდევრობას და აღვირახსნილობას?“- განუცხადა ჟურნალისტებს ბექა რუსიას დედამ.
ბექა რუსია სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან  2017 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მუჟავას საგუშაგოზე უფროსის ტაბელური იარაღიდან გასროლით შსს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია დაიღუპა.ოფიციალური ინფორმაციით, ის გვერდით მდგომი წვევამდელის შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...