მთავარისიახლეები"ტერორი უნდა შეწყდეს" - ზელენსკი ლვოვზე თავდასხმას ეხმაურება, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა

“ტერორი უნდა შეწყდეს” – ზელენსკი ლვოვზე თავდასხმას ეხმაურება, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლელ მოკავშირეებს მიაწოდონ უკრაინას შორი მოქმედების იარაღი, რათა “ტერორს სამართლიანად ვუპასუხოთ”. მან ისაუბრა ლვოვზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმაზე, გარდა ამისა, ოთხშაბათს ღამით რუსეთმა იერიში მიიტანა კრივოი როგზე, სადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.

ზელენსკის მიმართვალში ლვოვთან დაკავშირებით საუბარია 5 დარუპულზე, მაგრამ ეს ციფრი გაიზარდა. ბოლო ცნობებით, დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაშავებულია 35.

“ყველა ჩვენი პარტნიორი მსოფლიოში, რომელიც ეხმარება უკრაინას საჰაერო თავდაცვაში, არის სიცოცხლის ნამდვილი დამცველი. და ყველა, ვინც არწმუნებს პარტნიორებს, რომ უკრაინას მეტი დიაპაზონი მისცენ, რათა ტერორზე სამართლიანი რეაგირება მოახდინოს, მუშაობს უკრაინის ქალაქებზე ზუსტად ასეთი რუსული ტერორისტული თავდასხმების აღკვეთაზე. ტერორი უნდა შეწყდეს”, – თქვა ზელენსკიმ.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...