მთავარისიახლეებიპოლიტიკაირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი ხვალიდან სახელმწიფო კანცელარიასთან შიმშლობის...

ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი ხვალიდან სახელმწიფო კანცელარიასთან შიმშლობის აქციას იწყებენ

Published on

 დღეს "პატრიოტთა ალიანსმა" რუსთაველის გამზირზე საგარეჯოს არჩევნების შედეგები გააპროტესტა. საპროტესტო აქცია ჩატარდა  ლოზუნგით "არა გაყალბებულ არჩევნებს", აქციის მონაწილეებმა გაცხადეს, რომ  "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა მოიგო, თუმცა ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და გამარჯვებულად ქართული ოცნების კანდიდატი თამარ ხიდაშელი გამოაცხადა.

აქციაზე სიტყვით გამოსულმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ის ხვალიდან სახელმწიფო კანცელარისასთან პროტესტის ნიშნად შიმშლობის აქციას იწყებს და საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნასთან ერთად თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას ითხოვს. ინაშვილთან ერთად შიმშლობის აქციაში ადა მარშანია და ემზარ კვიციანი მიიღებენ მონაწილეობას. პარალელურად, მოშიმშილეები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასაც ითხოვენ.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრთა განცხადებით, შიმშილობის აქციები დაიწყება საგარეჯოში, ბათუმსა და ქუთაისში.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...