მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ის ადამიანებიც კი, რომლებიც აქ, ბოლო არჩევნებზე მხარს უჭერდნენ "ქართულ ოცნებას", არიან...

“ის ადამიანებიც კი, რომლებიც აქ, ბოლო არჩევნებზე მხარს უჭერდნენ “ქართულ ოცნებას”, არიან რადიკლურად შეცვლილები…” – ანა წითლიძე

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში კოალიცია “ერთიანობა – ერთიანი ნაციოალური მოძრაობის” ოფისის გახსნის დროს ანა წითლიძემ განაცხადა, რომ კოალიციას ძალიან ეფექტური წინასაარჩევნო კამპანია ექნება. მისივე თქმით, საარჩევნო ველი ზუგდიდში მკვეთრად, “ქართული ოცნებისთვის” არახელსაყრელადაა შეცვლილი.

“ძალიან დიდი მადლობა თორმეტწლიანი უღალატო ბრძოლისთვის, მადლობა თორმეტწლიანი უღალატო ერთგულებისთვის. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით უნდა შევიდეს ბრძოლაში, უნდა იყოპთ ჩვენი სოფლის, ჩვენი უბნის წარმომადგენლები. სწორედ თქვენს მტკიცედ დგომაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ დავიცავთ ჩვენ ჩვენს ხმებს. მე აქ ვხედავ უამრავ ისეთ ადამიანს, რომელსაც არაერთი ომი აქვს გადატანილი არჩევნების დღეს, ხმების დაცვის დროს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას!..

ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური წინასაარჩევნო კამპანია. ორი თვეა მე ზუგდიდში ვარ და, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო ველი ზუგდიდში და, ზოგადად, სამეგრელოში არის ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასდროს: ის ადმიანებიც კი, რომლებიც აქ, ბოლო არჩევნებზე მხარს უჭერდნენ “ქართულ ოცნებას”, არიან რადიკლურად შეცვლილები. აქ არიან ადამიანები, რომლებიც წარმატებული არიან კოალიციაში, და მათთან ერთად, ერთიანობით ჩვენ გავიმარჯვებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე”, – განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ანა წითლიძემ.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....