მთავარისიახლეებიპოლიტიკა„არჩევანი საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მარტივი - კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე და იზოლაცია"...

„არჩევანი საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მარტივი – კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე და იზოლაცია” – ცისკარიშვილი

Published on

„არჩევანი საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მარტივი როგორც არასდროს – კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე და იზოლაცია.“- განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.

„მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. გილოცავთ ახალ ოფისს, ეს იქნება გამარჯვების დასაწყისი. ამ რაიონში ეს არის მეორე ოფისი, კიდევ იქნება  დამატებითი შენობები, ფართები იმისათვის, რომ დავამარცხოთ ეს რეჟიმი. არჩევანი საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მარტივი როგორც არასდროს – კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე და იზოლაცია. 

 

ივანიშვილი ეს დღეები დადის რეგიონებში და აცხადებს, რომ 8-9 წლის განმავლობაში დასავლეთის აგენტები მართავდნენ ქვეყანას, გვგულისხმობს ჩვენ, მიშა სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობს, თურმე ჩვენ დასავლეთის აგენტები ვმართავდით ქვეყანას წლების განმავლობაში და იძახის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მჭირდება იმისათვის, რომ ეს ადამიანები გავაქრო, პარტიამ აღარ იარსებოს, პოლიტიკური მოძრაობა აღარ იყოს და მას შემდეგ რაც ესენი გაქრებიან, მერე მე წავალ ევროპაშიო – აი ამას ჰპირდება და ასეთ შეურაცხყოფას აყენებს, მათ შორის  საკუთარ ამომრჩეველს.

არანაირი დასავლეთი აქ აღარ იქნება, დასავლეთმა ივანიშვილს და „ოცნებას“ უკვე წერტილი დაუსვა, ყველამ ყველაფერი იცის დასავლეთში, ყველამ იცის და ყველა ელოდება 26 ოქტომბრის არჩევნებს, ელოდება ქართველი ხალხის ვერდიქტს, თუ რას გადაწყვეტს ქართული საზოგადოება. თუ ქართველ ხალხს ისევ სურს ივანიშვილის რეჟიმი, მაინც გაგრძელებენ ცხოვრებას იზოლაციაში, სიღატაკეში და თუ უნდა ევროპა კეთილდღეობა, ევროპა, განვითარებული ქვეყანა, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების აღდგენა, მაშინ უნდა აირჩიოს პროდასავლური ოპოზიცია. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია საით წავა ეს ქვეყანა.

ახლა დარჩელში ვართ, რა ფინანსები გამოიყოფა დარჩელზე? 20 მილიონზე მეტი ტრანზაქციები ხდება დარჩელში წლის განმავლობაში, ის გადასახადები, რაც დარჩელიდან მიდის ცენტრალ ბიუჯეტში, იმის ნახევარიც რომ დაგიბრუნდეთ თქვენ აქ, შესაძლებელი იქნებოდა ინფრასტრუქტურის მოწყობა, გაუმჯობესება, წყლის პროექტები, სკოლაზე თანხის დახარჯვა. აუცილებელია ყველა რაიონის და ყველა თვითმმართველი სოფლის და თემის ფინანსური დამოუკიდებლობა და ყველა ამ მიმართულებით გვაქვს გასაკეთებელი ფუნდამენტური ძირეული რეფორმები და დრო არ ითმენს. სულ რაღაც თვე ნახევარი დარჩა არჩევნებამდე და უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა – ღმერთი ჩვენკენ, წარმატებები ყველას! –  განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა  პეტრე ცისკარიშვილმა.

სიახლეები

ვერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს – მდინარაძე ფიშერზე

ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე ამბობს, რომ იგი "შეურაცხყოფას აყენებს...

ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა...

“შეურაცხმყოფელ კამპანიებზე რეაგირების” სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი იქნება

ოცნების მიერ "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს" უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა. რუსთავი 2-თან...

როგორი ამინდი იქნება 2-4 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხალმოკლე...