მთავარისიახლეებიექსკლუზივიოკუპირებულ აფხაზეთში ქართული პროდუქციის შეტანა აიკრძალა , სანამ იქ ფაროსანა...

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული პროდუქციის შეტანა აიკრძალა , სანამ იქ ფაროსანა და სხვა, ფაროსანაზე უარესი, არ ამოწყდება

Published on

 ენგურის გამშვები პუნქტით აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული პროდუქციის შეტანა გაურკვეველი ვადით აიკრძალა.  ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური სახელმწიფო ინფორმაციის სააგენტო ,,აფსნიპრესი'' ავრცელებს.
 
დე ფაქტო რესპუბლიკის მცენარეთა კარანტინის ინსპექციის ცნობით, ,,ყავისფერი აზიური ფაროსანა (Halyomorpha halya Stal) ენგურის გამშვები პუნქტით შემოსულ ხელბარგში აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ,  2018 წლის 31 მარტიდან დროებითი შეზღუდვები დაწესდება “საქართველოდან აფხაზეთში ხელბარგით მცენარეული პროდუქციის შეტანაზე”.
 
ეს არის ერთერთი იმ ზომათაგან, რომელიც სოხუმში ფაროსანასთან ბრძოლისთვის მიიღეს მას შემდეგ, რაც  თავის მხრივ  რუსეთმა დააწესა სანქცია აფხაზეთიდან რუსეთში ხილისა და თხილის შეტანაზე. კერძოდ,  რუსული მხარის მოთხოვნით, აფხაზეთში ფაროსანა წლის განმავლობაში უნდა განადგურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ერთი სოფლის მეურნეობის პროდუქცია რუსეთის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან ვერ შევა. რუსი მკვლევრები ამბობენ, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება კავკასიის რეგიონში, რამდენადაც სხვა შემთხვევაში ფაროსანა ჩრდილოეთისკენ დაიძრება.
 
გარდა ამისა, “როსსელხოზნადზორის” წარმოდგენელმა იულია მელანომ რუსულ მედიას განუცხადა, რომ აზიური ფაროსანა, რომელიც აფხაზეთშია გავრცელებული და რის გამოც რუსეთმა აფხაზეთიდან ხილისა და თხილის გატანა 2 აპრილიდან გაურკვეველი ვადით აკრძალა, შესაძლოა, ხელოვნურად იყოს გამოყვანილი “ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში” – “არ გამოვრციხავთ, რომ დღეს საუბარი იყოს გარკვეული ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე”, – ამბობს “როსსელხოზნადზორის” წარმოდგენელი. მისივე თქმით, “საქართველოში რამდენიმე ამერიკული ბიოლაბორატირიაა, რომლებიც რით არიან დაკავებული, უცნობია”.
 
თბილისში მოსკოვისა და სოხუმის ბრალდებებზე ოფიციალური განცხადება ან კომენტარი არ გაკეთებულა.
 

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...