მთავარისიახლეებიმსოფლიოოკუპანტებმა F-16 ჩამოაგდეს, უკრაინელი მფრინავი დაიღუპა

ოკუპანტებმა F-16 ჩამოაგდეს, უკრაინელი მფრინავი დაიღუპა

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ კატასტროფა განიცადა გამანადგურებელმა „F-16“-მა. აქამდე, ამის შესახებ რიგი დასავლური მედია წერდა. უწყების ცნობით, ერთ-ერთი ასეთი გამანადგურებელი, რომელიც კიევმა ვაშინგტონისგან მიიღო, 26 აგვისტოს, რუსეთის საჰაერო იერიშის მოგერიებაში იყო ჩართული. „საჰაერო ბრძოლისას F-16-ებმა გამოავლინეს მაღალი ეფექტიანობა, მათი შეიარაღებით ჩამოგდებული იყო ოთხი ფრთოსანი რაკეტა. შემდეგი სამიზნის ამოღებისას ერთ-ერთ თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა”.

F-16 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად, წამყვანი უკრაინელი მფრინავი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი უკრაინის თავდაცვით ძალებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს განცხადებით, უკრაინის თავდაცვით ძალებში არ სჯერათ, რომ ინციდენტის უკან პილოტის შეცდომა დგას. 

სიახლეები

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...