მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თუ რამე გაუმჭვირვალეა ქვეყანაში, ეს სწორედ ქართული ოცნების კორუფციული სქემების შავი ფულია"...

,,თუ რამე გაუმჭვირვალეა ქვეყანაში, ეს სწორედ ქართული ოცნების კორუფციული სქემების შავი ფულია” – ჭიაბერაშვილი

Published on

,,თუ რაიმე გაუმჭვირვალეა ქვეყანაში, ეს სწორედ ქართული ოცნების კორუფციული სქემების შავი ფულია და ეს კიდევ დადასტურდა ცნობილი ქოლ-ცენტრებით, სწორედ ასე აფინანსებენ ისინი თავიანთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც მიმართული ქართული ხალხის გაყოფაზე და დაპირისპირებაზე.

ჩვენი კამპანია არის გამჭირვალე , მიმართული ქართველი ხალხის პრობლემებზე  და ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ქართველი ხალხი სწორედ ევროპული კეთილდღეობის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს”, –   განაცხადა ,,ერთიანობა“-,,ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

  ,,თუ რაიმე გაუმჭვირვალე და შავი ფულია ამ ქვეყანაში, ეს სწორედ ქართული ოცნების კორუფციული კლანის, კორუფციული სქემების შავი ფულია და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცნობილი ქოლ-ცენტრებიც მათ გამგებლობაშია და სწორედ ასე აფინანსებენ ისინი თავიანთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც მიმართული ქართული ხალხის გაყოფაზე და დაპირისპირებაზე.

ჩვენი კამპანია არის გამჭირვალე , მიმართული ქართველი ხალხის პრობლემებზე, როგორ დავძლიოთ ეს პრობლემები და ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ქართველი ხალხი სწორედ ევროპული კეთილდღეობის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს და არა არჩევანს სიღატაკის და იზოლაციის სასარგბელოდ.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მეგობრები დგანან ქართველი ხალხის გვერდით, ისინი არ დგანან რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით, იცინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერენ ქართველი ხალხის არჩევანს და ეს არჩევანი არის ევროკავშირისთვის, ეს არჩევანი არის ევროპული კეთილდღეობისთვის საქართველოში“, – განაცხადა ,,ერთიანობა“-,,ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სიახლეები

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...

ბოლო 48 საათში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დავაკავეთ – შსს

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ბოლო 48 საათში, თბილისსა და რეგიონებში დააკავეს...