მთავარისიახლეებიპოლიტიკახალხის ხმა დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე რამდენიმე ურთმელიძის სურვილი, რომ ამ ქვეყანაში...

ხალხის ხმა დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე რამდენიმე ურთმელიძის სურვილი, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ჩაახშოს

Published on

 

რუსთავი 2-ის ეზოში აქცია – კონცერტი მიმდინარეობს. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კონცერტის დაწყების წინა შეკრებილ ხალხს მიმართა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. 

,,დღეს წყდება არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვის ბედი, დღეს წყდება საქართველოს ბედი-როგორი იქნება ის მანიანკალურ-ოლიგარქიული, თუ თავისუფალი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვთქვათ-არა ოლიგარქიულ-მანიაკალურ ივანიშვილის საქართველოს, არა ურთმელიძის მიერ ჩახშულ სიტყვის თავისუფლებას. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც გაემიჯნება ამ სამარცხვინო ვითარებას, სიტყვის ჩახშობას. ხელისუფლების მიტაცებას, ყველა ვინც ჩვენ შვილებთან ერთად იბრძვის ჩვენი შვილების მომავლისთვის,  ყველა მისაღებია ჩვენთვის, ყველას დავუდგებით გვერდით, მივცემთ სიტყვის უფლებას და დავუჭერთ მხარს იმისათვის, რომ იბრძოლოს ჩვენი მომავლისთვის. სულერთია რა მოტივაციით იქნება, დღეს არ არის წარსულის გახსენების დრო, მთავარია აწმყო და ჩვენი შვილების მომავალი,"-აცხადებს ნიკა გვარამია.

"ხელისუფლება დადგა კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა. –– განაცხადა ტელეკომპანიის  გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა – დღეს ზღვარი დემოკრატიასა და დიქტატურას შორის ამ შენობაზე გადის და ეს ჩვენი არჩევანი არ ყოფილა – ამ მდგომარეობაში ხელისუფლებამ ჩაგვაყენა. რომ არა თქვენი ერთსულოვნება და მხარდაჭერა ეს ბრძოლა წაგებული გვექნებოდა. თავისუფალი ხალხის ხმა დღეს უფრო ძლიერია ვიდრე რამდენიმე ურთმელიძის სურვილი, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის თავისფულება ჩაახშოს." 

სიახლეები

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

საკადრო ცვლილებები უკრაინის დიპლომატიურ სამსახურში - ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა, ხოლო...