მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ - ანა ნაცვლიშვილი ივანიშვილზე

აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ – ანა ნაცვლიშვილი ივანიშვილზე

Published on

ამომრჩევლებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული მანიპულაციური განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხსაც და ამ კონტექსტში კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებას შეეხებოდა. ივანიშვილის ამ განცხადებას დღეს “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლებმა უპასუხეს.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ივანიშვილი აპირებს, აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ.

“ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება ემსახურება რუსეთს. ივანიშვილი გადადის გეგმის შემდგომ ეტაპზე, ნათელია, რომ ის აპირებს აფხაზეთის აღიარებას ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ. საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რისთვისაც, როგორც თავად ამბობს, მას თურმე სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის სწორედ ამ მზაკვრული, მოღალატეობრივი გეგმის ნაწილი. საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც ახლა მინდა ყველას დასანახად გაჩვენოთ, უკვე არის ძალიან მკაფიო, ძალიან ცალსახა ჩანაწერი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, სწორედ ამ ჩანაწერს უმიზნებს ივანიშვილი, როდესაც ის საუბრობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე”, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...