მთავარისიახლეებისაზოგადოება"ესაა "ოცნების" საქართველო, როცა ოლიგარქია შუშის ბარიერიდან ელაპარაკება მოსახლეობას" - ნიკა გვარამია

“ესაა “ოცნების” საქართველო, როცა ოლიგარქია შუშის ბარიერიდან ელაპარაკება მოსახლეობას” – ნიკა გვარამია

Published on

“ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მცხეთაში გამართული ღონისძიება და მასზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის გამოსვლის ფორმა – ტყვიაგაუმტარ მინას ამოფარებული ოლიგარქი, პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა. “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას თქმით, გუშინდელმა ღონისძიებამ აჩვენა, რომ “ქართული ოცნება” ეს არის შუღლის, დაპირისპირების და ქაოსის პარტია, ოლიგარქიას არაფერი აქვს შესათავაზებელი ქართველი ხალხისთვის და შუშის ბარიერიდან ელაპარაკება მოსახლეობას და დანარჩენ სამყაროს.

“გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართული ოცნება” ეს არის შუღლის, დაპირისპირების და ქაოსის პარტია. რომელსაც არაფერი აქვს შესათავაზებელი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ, “კოალიცია ცვლილებისთვის”, არ ვაპირებთ განხილვას, რა ილაპარაკა ადამიანმა, რომელიც მოსახლეობასთანაც შუშის ბარიერს იშენებს და საკუთარ გუნდსაც შუშის ბარიერიდან ელაპარაკება. ეს არის ზუსტად “ქართული ოცნების” საქართველო, როდესაც ოლიგარქია და უსამართლოდ გამდიდრებულები შუშის ბარიერიდან ელაპარაკებიან მოსახლეობას და დანარჩენ სამყაროს. ჩვენ, “კოალიცია ცვლილებისთვის”, ვაპირებთ საუბარს არა იმაზე, თუ “ქართული ოცნება” როგორი ცუდია, ყველამ ვიცით, რომ ოცნება იმაზე გაცილებით ცუდია, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ჩვენ ვაპირებთ, ვისაუბროთ რას გავაკეთებთ ჩვენ, როგორ შევცლით “ქართულ ოცნებას”, როგორ დავიცავთ ხმებს, და შემდეგ როგორ წავიყვანთ საქართველოს წინ ევროპული, უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე ბედნიერი მომავლისკენ. ეს გვაინტერესებს, ამაზე ვაპირებთ საუბარს და არა “ქართული ოცნების” შინაარსების განხილვას,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...