მთავარისიახლეებისაზოგადოებაოტობაიაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს - სუსი

ოტობაიაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – სუსი

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სამართალდამცველებმა ოტობაიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

დილით გავრცელებულ განცხადებაში, სუს-ი მხოლოდ ორი პირის დაკავებაზე წერდა. ცოტა ხნის წინ კი უწყებამ მეორე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით დაუდასტურეს მესამე დაკავებულის შესახებ:

“საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით შემდგარი კომუნიკაციის შედეგად დამატებით გაირკვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღნიშნულ სოფელში უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით აღნიშნული დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც, ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“ და უკანონოდ დაკავებულ პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“.

როგორც წინა განცხადებაშიც აღინიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, წარმოებს პერმანენტული კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით. ინფორმაცია მიეწოდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.” აცხადებს სუს-ი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 17 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები ძმები, მურთაზ და რუსლან ჭითანავები საოკუპაციო ძალებმა საკუთარ სახლში დააკავეს და სოხუმის იზოლატორში გადაიყვანეს.

საოკუპაციო რეჟიმი მათ სხვადასხვა ბრალდებებს უყენებს, მათ შორის, მოქალაქეების უკანონო გზით გადაყვანას ე.წ. საზღვარზე. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “მილიცია” ამტკიცებს, რომ ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობები და ხელყუმბარებიც.

რაც შეეხება მესამე დაკავებულს. ადგილობრივების ინფორმაციით, ის არჩილ სექანიაა.

სამივე დაკავებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა ე.წ. სასამართლომ უკვე მიუსაჯა.

სიახლეები

2028-2029 წელს უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება

ანათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები მნიშვნელოვნად გაიზრდება. უწყების...

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი...

WSJ-ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანმა შეერთებულ შტატებთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი...

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი...