მთავარისიახლეებიმსოფლიო"შესანიშნავი შესაძლებლობაა, ამერიკელ ლიდერშიპს ვესაუბროთ", - ბოკუჩავა დემოკრატიული პარტიის კონგრესზე

“შესანიშნავი შესაძლებლობაა, ამერიკელ ლიდერშიპს ვესაუბროთ”, – ბოკუჩავა დემოკრატიული პარტიის კონგრესზე

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც კამალა ჰარისის ოფიციალური წარდგენა მოხდება როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი.

„რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე, ახლა ვიმყოფებით დემოკრატიული პარტიის კონგრესზე, სადაც მოხდება კამალა ჰარისის წარდგენა, როგორც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ვესაუბროთ ამერიკელ ლიდერშიფს საქართველოს და ამერიკის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ეს სტრატეგიული, უმნიშვნელოვანესი ურთიერთობა დააზიანა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ და ნაბიჯებმა.

ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, მოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან და გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა ახალ ხარისხში, რომელიც მოუტანს ძალიან დიდ სიკეთეს ჩვენს ქვეყანას ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკური მიმართულებით.“ – განაცხადა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...