მთავარისიახლეებიბაქოში ალიევისა და პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

ბაქოში ალიევისა და პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

Published on

ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის „ზაგულბას“ რეზიდენციაში რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა იმართება. მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

პუტინმა აზერბაჯანელ კოლეგას ბაქოში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვიზიტზე დიდი ხანია შეთანხმდნენ. როგორც პუტინმა თქვა, “რუსეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაში იმ დოზით, როგორც ამას ორივე მხარე მოითხოვს”. მისივე თქმით, აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების შედეგებს განიხილავს.

“მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობით. მოკავშირეთა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოვაწერეთ 2022 წლის თებერვალში, წარმატებით ხორციელდება და როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას და კარგ ციფრებს. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჰუმანიტარულ თანამშრომლობას, მაგრამ ასევე ბევრ სხვა სფეროში”. – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

“რუსეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ბაქოსა და ერევანს შორის მოგვარების საქმეში ისე, როგორც ამას ორივე მხარე მოითხოვს. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ მე დავუკავშირდები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და მოვუყევი ჩვენი მოლაპარაკების შედეგებს. მოხარული ვიქნები თუ შემიძლია გავაკეთო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და მშვიდობისთვის“. – თქვა პუტინმა.

შეგახსენებთ, პუტინი ბაქოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გუშინ ჩავიდა.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...