მთავარისიახლეებისაზოგადოებასახალხო დამცველი ვახტანგ შაქარიშვილს მიმართავს, თავი შეიკავოს სექსისტური შინაარსის გამონათქვამებისგან

სახალხო დამცველი ვახტანგ შაქარიშვილს მიმართავს, თავი შეიკავოს სექსისტური შინაარსის გამონათქვამებისგან

Published on

საქართველოს სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ვახტანგ შაქარიშვილის რეპლიკას – „რა არის ეს? ბოზი ქალებივით ყვირიხართ“, რომლითაც მან საჯარო განხილვაში მონაწილე პირებს მიმართა.სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამონათქვამი სექსისტური შინაარსისაა და ქალთა კონკრეტულ მდგომარეობას დამამცირებელ კონტექსტში მოიაზრებს.სახალხო დამცველის განცხადებით, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, ხელი შეუწყონ თანასწორობის პრინციპის დაცვას. მათი მხრიდან გამოთქმული სექსისტური თუ სხვა სახის დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი გამონათქვამების გამოყენებას შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე.„მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, ხოლო საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი სტერეოტიპები, რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში, ქალს დამამცირებელ მდგომარეობაში წარმოაჩენს”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირთა მიერ სექსისტური და დისკრიმინაციული ხასიათის გამონათქვამები აკნინებს საზოგადოებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და ხელს უშლის გენდერული თანასწორობის მიღწევასსახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ვახტანგ შაქარიშვილს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური შინაარსის გამონათქვამებისგან და მისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი.ნინო ლომჯარიას განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...