მთავარისიახლეებისაქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები შარშანდელთან შედარებით $700 მილიონით შემცირდა - სებ

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები შარშანდელთან შედარებით $700 მილიონით შემცირდა – სებ

Published on

2024 წლის ივლისში საქართველოში შემოსულმა ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.1 მლნ აშშ დოლარი (815.0 მლნ ლარი) შეადგინა – ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, წლევანდელი 1.8%-ით (5.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

რაც შეეხება გადარიცხვებს, სებ-ის ცნობით, 2024 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.5 მლნ აშშ დოლარი (91.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივლისის (28.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.1%-ით მეტია.

ამასთან, საყურადღებოა, რომ გზავნილები ყირგიზეთიდან 133.7%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან 38.7%-ით შემცირდა.

ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2024 წლის ივლისში:

აშშ – $50.3 მლნ ( ზრდა 24.5%);
რუსეთი – $45.4 მლნ (კლება 38.7%);
იტალია – $48.8 მლნ (ზრდა 6.5%);
გერმანია – $24.7 მლნ (ზრდა 18%);
საბერძნეთი – $23.1 მლნ (ზრდა 5.8%);
ისრაელი – $21.6 მლნ (ზრდა 22.1%);
ყაზახეთი – $10.5 მლნ (კლება 35.9%);
თურქეთი – $9.1 მლნ (ზრდა 2.7%);
ყირგიზეთი – $7.8 მლნ (ზრდა 133.7%);
ესპანეთი – 7.04 მლნ ( ზრდა 17.6%).

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...