მთავარისიახლეებიმსოფლიოჯანმო "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით უმაღლესი დონის განგაშს აცხადებს

ჯანმო “მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით უმაღლესი დონის განგაშს აცხადებს

Published on

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, “მაიმუნის ყვავილის” ვირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს. ინფექციამ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იფეთქა და ბურუნდიში, კენიასში, რუანდასა და უგანდაში გავრცელდა.

წელს, აფრიკის ქვეყნებში დაავადების 17 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 517 ადამიანი. “მაიმუნის ყვავილმა” 13 ქვეყანა მოიცვა.

“გასულ კვირას განვაცხადე, რომ, საერთაშორისო სამედიცინო სანიტარული წესების შესაბამისად, საგანგებო კომიტეტს ვიწვევ, რათა დემოკრატიულ რესპუბლიკა კონგოსა და აფრიკის ქვეყნებში “მაიმუნის ყვავილის” ვირუსული ინფექციის აფეთქება შევაფასოთ. საგანგებო კომიტეტი შეიკრიბა. მომახსენეს, რომ, მათი დასკვნით, ვითარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობას წარმოადგენს. მე მივიღე ეს პასუხი. ცხადია, რომ საჭიროა საერთაშორისოდ კოორდინირებული პასუხი, რათა ეს აფეთქებები შევაჩეროთ და ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ.

საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს, განგაშის უმაღლეს დონეს წარმოადგენს,” – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა. 

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...