მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ოცნების" წევრებმა ერთმანეთში არკვიონ, ვინ არის გამცემი" - ლაშა ფარულავა ჰელსინკის კომისიის...

“ოცნების” წევრებმა ერთმანეთში არკვიონ, ვინ არის გამცემი” – ლაშა ფარულავა ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე

Published on

სანამ “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები გაარკვევენ, ვინ მიაწოდა ინფორმაცია ამერიკულ მხარეს, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთიანობით დაამარცხებს ამ კრიმინალურ რეჟიმს.” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ, ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია “ქართული ოცნების” მიერ ქოლცენტრებიდან მიღებული ფულით საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე. 

“ჰელსინკის კომისიის განცხადება, ცხადია, ეყრდნობა კონკრეტულ მატერიალურ მტკიცებულებას, ფაქტს, რომელიც ამერიკულ მხარეს, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენელმა მიაწოდა.

სანამ “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები გაარკვევენ ვინ მიაწოდა ინფორმაცია ამერიკულ მხარეს, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთიანობით დაამარცხებს ამ კრიმინალურ რეჟიმს, რომელიც აგროვებს შავ ფულს და ამ შავი ფულით ებრძვის დემოკრატიულ ოპოზიციას საქართველოში. ქართველი ხელხი ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ამ მოღალატე რეჟიმს”, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიამ განცხადება გაავრცელა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა მკაცრი ზომები მიიღოს იმ ქოლცენტრების წინააღმდეგ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას ასპონსორებენ.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...